2015 წელს, გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია - ერთ პირს, თორნიკე კაჭარავას ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინება, მეორე ბრალდებულ, დავით დეკანოსიძეზე კი ძებნა გამოცხადდება

2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. ამის შესახებ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიქაიას თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინება.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი გარემოებების და ფაქტების შესახებ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ, ამ უკანასკნელის ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო, გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს.

2015 წლის 25 დეკემბერს, თორნიკე კაჭარავა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 7,65 კალიბრის მქონე, ხოლო დავით დეკანოსიძე ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა №3ბ-ში მდებარე გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელ კორპუსთან და დაახლოებით 20:36 საათზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებმა მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით, რის შედეგადაც გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა ქალას ძვლების და თავის ტვინის დაზიანებებით და მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ბრალდებულებს, თორნიკე კაჭარავას ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ძვ. რედაქცია, განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

დავით დეკანოსიძეზე გამოცხადდება ძებნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, აღნიშნულ საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით”, - განაცხადა მიქაიამ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა