დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ინფორმაციით, ერთ-ერთი სამკურნალო მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა, ხოლო მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით დეტალები მომდევნო კვირას გახდება ცნობილი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების ინფორმაციით, ერთ-ერთი სამკურნალო მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა, ხოლო მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები მომდევნო კვირას გახდება ცნობილი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომუნიკაცია ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან დიუშენის პაციენტების კლინიკურ კვლევებში შესაძლო ჩართვის მიმართულებით.

„მიმდინარე წლის 8 ივლისს ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სამინისტრო ინტენსიურ კომუნიკაციას აწარმოებს დიუშენის სამკურნალო თანამედროვე პრეპარატების მწარმოებელ საერთაშორისო კომპანიებთან.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა, ხოლო მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები მომდევნო კვირას გახდება ცნობილი.

ვიმედოვნებთ, რომ მეორე მედიკამენტთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდება, პროცესი ზედმეტი შეფერხებების გარეშე გაგრძელდება და ყველა შესაძლო ხელისშემშლელი გარემოება დროულად აღმოიფხვრება.

ამასთან, კომუნიკაცია მიმდინარეობს სხვა ფარმაცევტულ კომპანიებთანაც. კომუნიკაცია ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან დიუშენის პაციენტების კლინიკურ კვლევებში შესაძლო ჩართვის მიმართულებით.

გვინდა, კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. თქვენი თანადგომა ამ პროცესში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში დიუშენის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტების ხელმისაწვდომობას ერთად ვიზეიმებთ”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის