კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება

სპეკულაციებზე პასუხის გაცემას ნამდვილად არ ვაპირებ, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, რომ „ტელეკომპანია „იმედის“ 26 მაისის იმ „ქარდის“ მომწონებელთა შორის, სადაც მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული, 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოვლინდა“.

მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახელი უახლესი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, რადგან მან გაათავისუფლა ქვეყანა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისგან.

„სპეკულაციებზე პასუხის გაცემას ნამდვილად არ ვაპირებ. ბიძინა ივანიშვილი თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში. ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი არ იყო. ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რა ძალასთან გვქონდა საქმე - ამ შიდა მტრების, უსამშობლო ადამიანებისა და აგენტურის უკან რა ძალა იდგა. ეს ერთი ადამიანი გამოვიდა, სრულიად საქართველო დაირაზმა მის ირგვლივ და 2012 წელს ქვეყანა გათავისუფლდა იმ სისხლიანი რეჟიმისგან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდნენ.

ბუნებრივია, ეს ფაქტი არ სიამოვნებთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფ ძალებს, რომლებიც ვერ ისვენებენ. მათ სურვილი აქვთ, როგორმე ხელისუფლება შეცვალონ და თავიანთი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები მოიყვანონ, რომ შემდეგ მარტივად მიიღონ გადაწყვეტილებები და ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად. მაგრამ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვის ანდობს ქვეყნის ბედს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის