ტატა ხვედელიანი - ეუთო-ს რეზოლუცია ადეკვატურად ასახავს იმ მოცემულობას, რაც „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენს ქვეყანაში დადგა

ეუთო-ს რეზოლუცია ადეკვატურად ასახავს იმ მოცემულობას, რაც „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენს ქვეყანაში დადგა, თუმცა აქ არის სხვა, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა - ეუთო-ს კენჭისყრის დატოვება “ქართული ოცნების” მხრიდან, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ხვედელიანის თქმით, იმის ნაცვლად, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს რუსეთის მხრიდან ქვეყნის ტერიტორიების ანექსიაზე გაემახვილებინათ ყურადღება, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, ისინი “ეუთო-ს წევრ ქვეყნებს გაებუტნენ და გაბუტულებმა დატოვეს დარბაზი”.

“ამ ადამიანებს [“ქართული ოცნების” წარმომადგენლებს] შეეძლოთ, ეს პლატფორმა გამოეყენებინათ იმისთვის, რომ მეტი ესაუბრათ ჩვენი ტერიტორიების ანექსიის პროცესზე, რომელზეც ისინი ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ჩუმად არიან.

მათ ეს არ გააკეთეს, იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” მიმართ დაისვა კრიტიკული შეკითხვები, გაკეთდა კრიტიკული და მწვავე შეფასებები. რადგან მათ იგრძნეს ეს დისკომფორტი, უბრალოდ ადგნენ და დატოვეს ეს დარბაზი ასე სამარცხვინოდ მაშინ, როცა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფორმატი არის, რადგან ამ კონკრეტულ ღონისძიებაზე წარმოდგენილია ყველაზე მეტი ქვეყანა, რომლის მხრიდანაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული იყოს ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია, ის, რომ დღეს ღია და დაუფარავი ანექსიური პროცესები მიმდინარეობს ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან და ამას თვალს არ უსწორებს “ქართული ოცნება”, ამაზე არ საუბრობს და მის გასაკეთებელს დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ აკეთებს გიორგი გახარია მაშინ, როდესაც ის არის “ქართული ოცნების” მხრიდან პოლიტიკური დევნილი და ამას მოწმობს უამრავი მწვავე შეფასება, უამრავი რეზოლუცია, მათ შორის, ბოლო რეზოლუცია.

ამ შესაძლებლობებს იყენებს გიორგი გახარია, როდესაც შეხვედრებზე დადის და ანექსიის პროცესზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მწვავე დარღვევებზე საუბრობს.

ამ ყველაფერზე უნდა საუბრობდეს “ქართული ოცნება”, თუმცა ისინი ასე ლაჩრულად, ტყუილითა და წუწუნით ცდილობდნენ საკუთარი დისკომფორტის აღმოფხვრას და როცა უარი მიიღეს ამ ყველაფერზე, გაბუტულებმა დატოვეს დარბაზი. ისინი გაებუტნენ ეუთო-ს წევრ ქვეყნებს”, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის