გრიგოლ გეგელია - Human Rights Watch-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სასაფლაოზე

Human Rights Watch-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სასაფლაოზე, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ეს დასკვნა მოუწოდებს რეჟიმს, გააუქმოს კანონები და შეცვალოს მავნებლური პოლიტიკური კურსი“.

„Human Rights Watch-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სასაფლაოზე, სადაც ჩვენ უკვე ვნახეთ, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნები, რომელიც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმმა მოსპო და გაანადგურა თავისუფლების კერები ამ ქვეყანაში, რადგან მისი მიზანია ამ ქვეყნის სრული რუსიფიკაცია, ამ ქვეყანაში თავისუფლების ყველა ჩანასახის მოკვლა და ამით საქართველოს ევროპული და ატლანტიკური მომავლის სრული და საბოლოო გადაგვარება. შესაბამისად, ეს დასკვნა მოუწოდებს რეჟიმს იმისკენ, რომ არსებითად შეცვალოს, ანდა სრულად გააუქმოს ეს დრაკონული კანონები. მოუწოდებს იმისკენ, რომ ზოგადად შეცვალოს ის მავნებლური პოლიტიკური კურსი, რამაც აზარალა ქართველები, საქართველო, ჩვენი საზოგადოება. რამაც აზარალა ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და პრესტიჟი, რასაც აქვს პირდაპირი გავლენა მათ შორის ქვეყნის ეკონომიკაზე და იმ შემზარავ სოციალურ მდგომარეობაზე, რაც გვაქვს ქვეყანაში“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა