ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს შეხვდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს, ოთარ ჩახუნაშვილს, შეხვდა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები და სამომავლო ერთობლივი ინიციატივები.

„საუბარი შეეხო იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში, ასევე ადვოკატის პროფესიის ხელშეუხებლობისა და დაცვის გარანტიების გაძლიერების აუცილებლობას. მისი თქმით, სწორედ ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის დაცვა, მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების განმტკიცება, უწყვეტი პროფესიული განვითარება და ადვოკატთა მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი კომპონენტი ქვეყანაში სანდო, ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში. ირაკლი ყანდაშვილმა ოთარ ჩახუნაშვილს ამ მიმართულებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხედვა, მიმდინარე ინიციატივები და სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს შესაძლო საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატების საქმეთა ნაკადის განტვირთვას.

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მომავალშიც გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა და ერთობლივად იმუშაონ ადვოკატის პროფესიის გაძლიერების, სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის