გიორგი სიორიძე - „ქართული ოცნების“ უსუსური მცდელობები, რომ ეუთო-ს დისკრედიტაცია მოახდინოს და განცხადებები, თითქოს ეუთო-მ დაკარგა სანდოობა, ძალიან ჰგავს ყველაზე ველური ავტორიტარული რეჟიმების  მცდელობებს, ქვეყანა მოაქციონ სრულ იზოლაციაში

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ზუსტად ასახავს იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, განსაკუთრებით საარჩევნო უფლების დარღვევასთან მიმართებით,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.

სიორიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ ეუთო-ს დისკრედიტაციის მცდელობა ჰგავს ავტორიტარული რეჟიმის მცდელობას, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნები შეაფასა ეუთო-მ და ეს იყო ყველაზე კრიტიკული დასკვნა, რომელიც კი ქართულ არჩევნებზე დაწერილა და ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული, რაც კი ამ ორგანიზაციას ნებისმიერი ქვეყნის არჩევნებთან მიმართებით აქვს გამოქვეყნებული. „ქართული ოცნების“ ეს უსუსური მცდელობები, რომ ეუთო-ს დისკრედიტაცია მოახდინოს, მათი განცხადებები, რომ თითქოს ეუთო-მ დაკარგა სანდოობა, ძალიან ჰგავს ყველაზე ველური ავტორიტარული რეჟიმების მცდელობებს, რომ ქვეყანა მოაქციონ სრულ იზოლაციაში, რომ დემოკრატიის ფასადიც კი აღარ არსებობდეს. პარტიების აკრძალვა თუ საარჩევნო მდგომარეობის, საარჩევნო გარემოს გაუარესება არის ის ნაბიჯები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება გადადგას ამ ქვეყანაში დემოკრატიის საბოლოო დასამარებისთვის, თუმცა ეს ნაბიჯები იქნება მათი პოლიტიკური დასამარებისთვის გადადგმული“, - განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კენჭისყრამდე გააკეთა. ნიკოლოზ სამხარაძის შენიშვნას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონსი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა.

აღსანიშნავია, რომ ქართული დელეგაციის მიერ სხდომის დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს