დიმიტრი პესკოვი - ნატო-ს მიერ რუსეთის საფრთხედ გამოცხადება აგრესიულ ქმედებას წარმოადგენს

ნატო-ს მიერ რუსეთის საფრთხედ გამოცხადება აგრესიულ ქმედებას წარმოადგენს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ეს ჩვენ გვავალდებულებს, რომ ძლიერები ვიყოთ და ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკა გავაგრძელოთ. პირველი რიგში, ჩვენ ნატო-ს აგრესიული ქმედებების ფონზე, ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარება და ინტერესების დაცვა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ვინმეს საფრთხედ გამოცხადება თავისთავად აგრესიული ქმედებაა“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, ნატო-ს ლიდერებმა ანკარაში გამართული სამიტის დეკლარაციაში დააფიქსირეს, რომ რუსეთი „გრძელვადიან საფრთხეს“ წარმოადგენს.

„ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის რუსეთის მიერ შექმნილი გრძელვადიანი საფრთხის, ასევე ტერორიზმის მუდმივი საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად ალიანსის წევრი ქვეყნები ჰააგაში აღებულ თავდაცვის ვალდებულებებს ასრულებენ“, - ნათქვამია ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე