მოკლული გიორგი კვარაცხელიას და - ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო პროკურატურას და შსს-ს - თორნიკე კაჭარავა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძესთან დაკავშირებით ოჯახს გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ იგი სომხეთშია დაკავებული

თორნიკე კაჭარავასა და დავით დეკანოსიძეს ბრალი წარედგინათ 11 წლის შემდეგ, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ მათ მფარველობდა ოთარ ფარცხალაძე და მისი გარემოცვა, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში საქმე იყო თაროზე შემოდებული, - წერს მოკლული გიორგი კვარაცხელიას და, ნინი კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, დავით დეკანოსიძე სომხეთშია დაკავებული და იმედოვნებს, რომ ძალოვანი სტრუქტურები დაიწყებენ მისი ექსტრადირების საკითხზე მუშაობას.

„დღეს, ჩემი ძმის, გიორგი კვარაცხელიას, მკვლელობის საქმე, 11 წლის შემდეგ, გახსნილად გამოცხადდა. ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ასევე, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ვაცხადებ, რომ თორნიკე კაჭარავასა და დავით დეკანოსიძეს ბრალი წარედგინათ 11 წლის შემდეგ, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ მათ მფარველობდა ოთარ ფარცხალაძე და მისი გარემოცვა, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში საქმე იყო თაროზე შემოდებული.

თორნიკე კაჭარავა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძესთან დაკავშირებით ოჯახს გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ იგი სომხეთშია დაკავებული და ვიმედოვნებთ, რომ ძალოვანი სტრუქტურები დაიწყებენ მისი ექსტრადირების საკითხზე მუშაობას.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პერიოდულად ვეცდები ჩაგაყენოთ საქმის კურსში და მადლობა გადაგიხადოთ ყველას მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის“,- წერს ნინი კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, 2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმის გახსნის შესახებ პროკურატურამ დღეს განაცხადა.

როგორც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინება.

უწყების ინფორმაციით, გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, კვარაცხელიას მკვლელობა დაგეგმეს.

გამოძიების ვერსიით, 2015 წლის 25 დეკემბერს ბრალდებულები შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში, გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც გიორგი კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიღებული ჭრილობების შედეგად კვარაცხელია გარდაიცვალა.

თორნიკე კაჭარავას ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა, ხოლო დავით დეკანოსიძეს - დაუსწრებლად. მასზე ძებნა გამოცხადდება. ორივეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ეხება.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა