მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ გაგაუზიას არჩევნების დამოუკიდებლად ორგანიზების უფლება ჩამოართვა

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ გაგაუზიას არჩევნების დამოუკიდებლად ორგანიზების უფლება ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კერძოდ, 9 ივლისს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და არაკონსტიტუციურად ცნო გაგაუზიის სახალხო კრების უფლებები ავტონომიური რეგიონის საარჩევნო ორგანოს დამტკიცებაზე და პოლიციის ტერიტორიული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების, ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის და გაგაუზიის იუსტიციის სამმართველოს ხელმძღვანელების დამტკიცებაში მონაწილეობაზე.

არსებული კანონმდებლობით, გაგაუზიაში ადგილობრივი საარჩევნო ორგანო არსებობს, რომელიც დაკავებულია ბაშქანის (რეგიონის მეთაურის) და სახალხო კრების არჩევნების ორგანიზებით. ქვეყნის მასშტაბით არჩევნების დროს ეს ორგანო მეორე დონის საარჩევნო საბჭოს ფუნქციას ასრულებს. მას სახალხო კრება ამტკიცებს.

მოლდოვის ცენტრალური ხელისუფლების აზრით, ამგვარად მოლდოვაში პარალელური საარჩევნო სისტემა იქმნება, გაგაუზიაში თვლიან, რომ ავტონომიური რეგიონის კანონიერი უფლებაა, რომელიც გაგაუზიის განსაკუთრებული უფლებრივი სტატუსის შესახებ კანონითაა დამტკიცებული.

გაგაუზიაში არჩევნებთან დაკავშირებით კრიზისი უკვე წელიწადზე მეტია რაც გრძელდება. სახალხო კრებას უფლებამოსილების ვადები ჯერ კიდევ 2025 წლის ნოემბერში ამოეწურა, თუმცა ადგილობრივ და ეროვნულ საარჩევნო კანონმდებლობებს შორის განსხვავებების გამო ახალი არჩევნების ორგანიზება ვერ მოხერხდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის