Reuters - უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად მუშაობა რუსეთის კიდევ ერთმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ შეაჩერა

უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად მუშაობა რუსეთის კიდევ ერთმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, აღინიშნება, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ოთხშაბათს, 8 ივლისს, დრონების დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო მუშაობა შეაჩერა.

წყაროების ინფორმაციით, დრონებმა პირველადი გადამუშავების დანადგარი CDU-6 დაბომბეს, რომლის სიმძლავრე 20 ათასი ტონაა დღეში. ეს ერთადერთი მსგავსი დანადგარია ქარხანაში.

ცნობისთვის, 8 ივლისს სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა და ასევე „სამოქალაქო სამრეწველო ობიექტები“ დაზიანდა. მას ეს ობიექტები არ დაუსახელებია, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების შესახებ განაცხადეს.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინული დრონის დარტყმის შედეგად მუშაობა შეაჩერა რუსეთის ყველაზე დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც ომსკში მდებარეობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის