ნიკა გვარამია - ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა „ქართული ოცნების“ დელეგიტიმაციის პროცესი, ეს თავი უკვე დახურულია და ვერაფერი ეშველებათ „ქოცებს“

ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა „ქართული ოცნების“ დელეგიტიმაციის პროცესი. ეს თავი უკვე დახურულია და ვერაფერი ეშველებათ „ქოცებს“, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

გვარამიას თქმით, „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურია და მასთან საუბარი მხოლოდ როგორც ე.წ. ეფექტური კონტროლის განმახორციელებელთან იქნება.

„მეტიც, ეუთომ საერთოდ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო, მოუწოდა რა დემოკრატიულ ქვეყნებს, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ ნეგატიურად შეფასებული არჩევნების შედეგები არ ცნოს. უმნიშვნელოვანესი ძვრაა დემოკრატიული სტანდარტების დადგენის თვალსაზრისით და, სამწუხაროდ, საქართველოს ნეგატიური მაგალითის საფუძველზე.

და რა დაასკვნა ამ ყველაფრიდან „ქართულმა ოცნებამ“? ის, რომ ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი სადამკვირვებლო მისია - ეუთო ოდირი - საერთოდ აღარ შემოუშვას ქვეყანაში.

კიდევ უფრო საინტერესო გახდა, რას ემყარება ზოგიერთი კოლეგის არჩევნებისთვის მზადება (და ნამდვილად არ ვგულისხმობ მხოლოდ „ლელოს“, მათ სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ არ მალავენ მაინც და ჩუმჩუმად არ მიიპარებიან არჩევნებისკენ) როცა:

მილიონი ემიგრანტი არჩევნებიდან ჩახსნილია;

კომისიებში „ქოცები“ უდიდესი უმრავლესობით არიან;

არც შიდა და არც გარე დამკვირვებელი არ იქნება;

სასამართლოში გასაჩივრებას ნულოვანი აზრი აქვს;

ბიზნესი ისეა „გაპრესილი“, რომ ოპოზიციის დაფინანსება კი არა, ემალება ოპოზიციონერებს, უახლოესი მეგობრებიც რომ იყვნენ;

ოპოზიციური ტელევიზიები სულს ღაფავენ.

და ეს მხოლოდ წმინდად საარჩევნო საკითხებია. ის, რომ პარტიები გაუქმების პირას არიან და ყველა პარტიის ლიდერი ციხეში, მაგაზე არც ვლაპარაკობ“, - წერს გვარამია.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე