რუსეთის საგარეო სამინისტრო - მოსკოვი მტკიცედ უპასუხებს მის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს ყველა არსებული ძალითა და საშუალებით - ასეთი ქმედებების ინიციატორებისთვის პასუხი დამანგრეველი იქნება

მოსკოვი მტკიცედ უპასუხებს მის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს ყველა არსებული ძალითა და საშუალებით. ასეთი ქმედებების ინიციატორებისთვის პასუხი დამანგრეველი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ასეთ უგუნურ გეგმებს და მათ განხორციელებას შორს მიმავალი შედეგები მოჰყვება. გაფრთხილებთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებზე პასუხი გადამწყვეტი და დამანგრეველი იქნება ამ ქმედებების ინიციატორებისთვის. ვიტოვებთ უფლებას, ვუპასუხოთ ჩვენს წინააღმდეგ მომართულ ნებისმიერ მუქარას ყველა არსებული ძალითა და საშუალებით“, - განაცხადეს უწყებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის დრონებისა და მათი კომპონენტების, ასევე სხვა იარაღის მწარმოებელი ქარხნების შექმნა უკრაინაში კონფლიქტის გაჭიანურებისკენ გადადგმული აშკარა ნაბიჯია. უწყების განმარტებით, მოსკოვმა დიპლომატიური არხებით და საჯაროდ არაერთხელ გააფრთხილა ნატო-ს ქვეყნები, რომ უკრაინის დახმარება და რუსეთის ფედერაციაში მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე „ტერორისტული თავდასხმების“ მხარდაჭერა მათ ამ დანაშაულების თანამონაწილედ აქცევს.

„რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა ნატო-ს ქვეყნები, არა მხოლოდ დიპლომატიური არხებით, არამედ საჯაროდაც, რომ კიევის რეჟიმის დახმარება და რუსეთში მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე მისი ტერორისტული თავდასხმების მხარდაჭერა მათ ამ დანაშაულების თანამონაწილეებად აქცევს“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა