რუსეთის ქალაქებში, აზოვსა და ტაგანროგში, ნავთობის საწყობებზე, ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანასა და ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის როსტოვის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე და როსტოვის ოლქის გუბერნატორზე, იური სლიუსარზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ აზოვში დარტყმა განხორციელდა ნავთობის საწყობებსა და ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაზე, ხოლო ტაგანროგში - საპორტო ნავთობტერმინალზე.

Exilenova+ იუწყება, რომ ქალაქ აზოვში თავს დაესხნენ აზოვის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანას, რომელიც სპეციალიზებულია ოპტიკურ-ელექტრონული, რადარის და მაღალი სიზუსტის სისტემების წარმოებაში და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილია. ასევე დაფიქსირდა ხანძარი ნავთობბაზებზე. გარდა ამისა, ტაგანროგში შპს „კურგანნეფტეპროდუქტ“-ის საპორტო ტერმინალი იწვის. მისი მთავარი ფუნქცია ნავთობპროდუქტების გადმოტვირთვა და საზღვაო გემებზე ჩატვირთვაა.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა ქალაქებში, ტაგანროგსა და აზოვში, დრონებით თავდასხმის ფაქტი დაადასტურა.

ამასთან, 10 ივლისის ღამეს, დრონებით თავდასხმა განხორციელდა კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ილსკიზეც“.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს