მშენებლობის წარმატებულ მსვლელობას დიდწილად სწორად შერჩეული ინვენტარი განსაზღვრავს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვის ეტაპზევე საჭიროა ისეთი მძიმე ტექნიკის შერჩევა, რომელიც ობიექტის ტექნიკურ საჭიროებებს მაქსიმალურად ოპტიმალურად მოერგება. არასწორად შერჩეული ტექნიკა დამატებით რისკებს აჩენს. პროცესების შეუფერხებლად მსვლელობისთვის საჭიროა სამშენებლო ტექნიკაში შესაფერისი ინვესტიციის ჩადება - როგორც ფინანსური, ისე დროის კუთხით. ჯობია მოსამზადებელ სამუშაოებში მეტი დრო დაიხარჯოს, ვიდრე შემდეგ უშუალოდ მშენებლობის დროს შეფერხებებთან გამკლავება გახდეს საჭირო.
ყველა დეველოპერისთვის მთავარი ამოცანა სწორედ რესურსების სწორედ განაწილებაა. როცა ხარისხისა და ფასების ბალანსს ეხება საქმე, კომპანია BQ ერთ-ერთი ის სახელია, რომელიც თითქმის ყოველთვის სიის დასაწყისში ექცევა. 2008 წლიდან ბრენდი საერთაშორისო ბაზარს უმაღლესი სტანდარტების მექანიზმებს აწვდის ბიუჯეტურ ფასად.
ბიქიუს ტექნიკას ამჟამად აქტიურად იყენებენ დეველოპერები 20+ ქვეყანაში, მათ შორის ავსტრალიაში, სამხრეთ კორეაში და არაბთა გაერთიანებული საამიროები. საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა 2021 წლიდან ოპერირებს. ის ადგილობრივ დეველოპერებს პირდაპირ ქარხნულ მხარდაჭერასა და აღჭურვილობის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.
როცა მშენებლობა ქალაქის ცენტრალურ, მჭიდროდ განაშენიანებულ უბნებში მიმდინარეობს, მას სპეციფიკური მიდგომა სჭირდება. ასეთ პირობებში ობიექტზე სივრცე მკაცრად შეზღუდულია და მანევრირების არეალი მნიშვნელოვნად მცირდება. შესაბამისად, ასეთ გარემოში მთავარია მძიმე ტექნიკის მუშაობა მეზობელი შენობების საჰაერო სივრცეს არ არღვევდეს.
შეზღუდულ არეალში სამუშაოდ ყველაზე ეფექტური გადაწყვეტა დახრილ ისრიანი ამწეა. ამ კონსტრუქციას ვერტიკალურ სიბრტყეში თავისუფლად მოძრაობა შეუძლია და ტვირთი მოკლე რადიუსზე მაქსიმალურად უსაფრთხოდ გადააქვს. ინჟინრები მას ურბანული პროექტებისთვის იდეალურ ვარიანტად მიიჩნევენ.
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები კი დიამეტრალურად საწინააღმდეგო მიდგომას მოითხოვს. გაშლილ ტერიტორიაზე პრიორიტეტულია დიდი მოცულობის სამშენებლო მასალების შორ მანძილზე სწრაფად და ზუსტად გადაადგილება. მსგავსი სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვისთვის კი საჭიროა მაქსიმალურად სტაბილური მექანიზმები მძლავრი ძრავითა და მაღალი ტვირთამწეობით.
მასშტაბურ მოედნებზე უფრო ხშირად ვხვდებით ტრადიციული კონსტრუქციის ამწეებს. თუ სამშენებლო არეალს განაშენიანებისგან საკმარისი სივრცე აშორებს, მაღალი დატვირთვის კლასიკური ბაგირიანი კოშკურა ამწე კვლავ ყველაზე მოთხოვნად ვარიანტად რჩება. ასეთ კონსტრუქციაში ჰორიზონტალური ისარი პირდაპირ ანძას ეყრდნობა. შეუძლია ბეტონის ბლოკებისა თუ არმატურის დიდ მანძილზე სწრაფად გადატანა.
თუ პროექტი ერთდროულად მასშტაბურიცაა და, თან, მკაცრ ვადებში უნდა დასრულდეს, ხშირად მოედანზე რამდენიმე დანადგარი პარალელურ რეჟიმში მუშაობს. ასეთ შემთხვევებში სტანდარტული მოდელების გამოყენება გადამკვეთი ხაზების ჩახლართვისა და შეჯახების რისკებს ზრდის. ამიტომ, როგორც წესი, დეველოპერები არჩევანს ისეთ მოდელებზე აკეთებენ, რომელიც სივრცის თავისუფლად ათვისებისას რისკების მინიმიზაციის საშუალებასაც იძლევა.
დღეს ასეთ პროექტებზე მუშაობისას თითქმის ყოველთვის არჩევანი სტანდარტული უბაგირო კოშკურა ამწეა. რადგან ზედა ნაწილში დამატებითი ელემენტები არ დგას, რამდენიმე ამწის პარალელურად სხვადასხვა სიმაღლეზე დაყენება და შეუფერხებლად მუშაობაა შესაძლებელი. ამ ტიპის ამწე დიდი მასშტაბის ობიექტის ეფექტურად მართვისთვის შესაბამისად მოქნილიცაა და უსაფრთხოც.
მრავალსართულიანი შენობების აგებისას ვერტიკალური ლოგისტიკაც დამატებითი გამოწვევაა. პერსონალისა თუ ინვენტარის დიდ სიმაღლეებზე გადაადგილებისთვის სპეც ტექნიკაა საჭირო. როგორც წესი, კონკრეტულად ამ დატვირთვით მონტაჟდება ობიექტზე სამშენებლო ლიფტი. სპეციალური კაბინები ვიბრაციის გარეშე, სტაბილურად და რბილად მოძრაობს — ეს, ერთი მხრივ, პერსონალის გადაადგილებას კომფორტულს ხდის, ხოლო მეორეს მხრივ მაქსიმალურად იცავს მასალებს თუ ინვენტარს რყევებისა და დაზიანებებისგან.
სამშენებლო პროექტის წარმატებით სამართავად მხოლოდ სწორი ტექნიკის შერჩევა საკმარისი არ არის. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენად სანდოა უშუალოდ მწარმოებელი და რამდენად სანდოა ტექნიკის შემომტანი.
დაბალი ხარისხის ტექნიკის ან არაოფიციალური გზებით შემოტანილი დანადგარების გამოყენება ტექნიკური გაუმართაობის რისკებს ზრდის. ოფიციალური ქარხნული გარანტია დეველოპერს მსგავსი პრობლემებისგან აზღვევს.
მწარმოებელთან პირდაპირი კავშირი ნიშნავს, რომ დაზიანებულ ნაწილს უშუალოდ ავტორიზებული ინჟინრები ანაცვლებენ. ისინი ხარვეზებს სწრაფად აღმოფხვრიან. რადგან ბიქიუს საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა აქვს, დეველოპერს შეუძლია ყველა ტიპის BQ-ს ტექნიკის ყველა გარანტიით ყიდვა თუ ქირაობა, არამედ შესაბამისად მოვლაც, რათა ხარვეზების გამოჩენის რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს.
მექანიზმების უწყვეტი მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესია რეგულარული ტექნიკური მონიტორინგი. ამჟამად ბაზარზე დამკვიდრებული ექვსთვიანი სტანდარტისგან განსხვავებით, ბიქიუს ოფიციალური წარმომადგენლობა თავისი ტექნიკის ინსპექციას თვეში ერთხელ ატარებს.
ეს პრაქტიკა ინჟინრებს საშუალებას აძლევს ხარვეზების უმეტესობა საწყის ეტაპზევე აღმოაჩინონ და ტექნიკის მოულოდნელ გაჩერებას თითქმის სრულად გამორიცხავს. ამას ემატება ცხელი ხაზი და გადაუდებელი დახმარების სერვისი, რომელიც 24/7-ზე ხელმისაწვდომია. დროული დიაგნოსტიკა და ოფიციალური ქარხნული მხარდაჭერა დეველოპერს საშუალებას აძლევს პროექტის ვადების დარღვევისა და ფინანსური ზარალის რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს
(R)