ალექსანდრ სირსკი - ფრონტზე რუსული ჯარების წინსვლის ტემპი ორჯერ მეტად შენელდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, 2026 წლის პირველ ნახევარში რუსული ძალების წინსვლის ტემპი ორჯერ მეტად შენელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ცნობით, ყოველთვიურად დაშავებული და დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა, დაახლოებით, 32 000-ს შეადგენს.

„მტერმა სცადა ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყება, მაგრამ ვერცერთი მიზნის მიღწევა ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორჯერ მეტი პირადი შემადგენლობას და ტექნიკას ფლობდა. თუ ადრე რუსეთის არმია აქტიურ შეტევით მოქმედებებს 13 ოპერატიულ მიმართულებაზე აწარმოებდა, ახლა ასეთი მიმართულებების რაოდენობა მაქსიმუმ 6-7-ია. ამჟამად ჩვენი და მოწინააღმდეგის შეტევითი მოქმედებების თანაფარდობა დაახლოებით 40:60-ს შეადგენს. სწორედ თავდაცვის ძალების აქტიური მოქმედებების შედეგად 2026 წლის პირველ ნახევარში რუსული ჯარების წინსვლის ტემპი ორჯერ მეტად შენელდა“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისივე თქმით, ექვსი თვის განმავლობაში Deep Strike-ის საშუალებებით რუსეთის ტერიტორიაზე 697 სამიზნე განადგურდა. მოწინააღმდეგისთვის მიყენებული პირდაპირი და არაპირდაპირი ეკონომიკური ზარალი, სულ მცირე, 6,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ეფექტიანად მიმდინარეობს Middle Strike-ის კამპანიაც. ამ პერიოდში მოწინააღმდეგის 7 028 ობიექტი განადგურდა.

გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, არტილერიამ 456 ათასზე მეტი საცეცხლე ამოცანა შეასრულა. სარაკეტო ჯარებმა 1 140-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს, საჰაერო ძალების ავიაციამ -1 100-ზე მეტი, ხოლო მხარდაჭერის ქვედანაყოფებმა - 1 400-მდე.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს