მედია - ისრაელმა აშშ-ს გაუზიარა სადაზვერვო ინფორმაცია ირანის გეგმის შესახებ, რომელიც დონალდ ტრამპის მკვლელობას ითვალისწინებდა

ისრაელმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ირანმა შეიმუშავა გეგმა, რომლის მიზანიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობა იყო, - ინფორმაციას CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრ სახლში, ისრაელის გაფრთხილებაზე კომენტირებისას, მიუთითეს ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებზე იმის შესახებ, რომ ირანს მისი მოკვლის სურვილი აქვს.

„მათ აშშ-ს ლიდერის ფიზიკური განადგურება სურთ, ანუ ჩემი. მე მათ სიაში ვარ. როგორც ამ დილით ვნახე, მე მათ ყველა სიაში ვარ. აქამდე გამიმართლა, მაგრამ შეიძლება ეს დიდხანს არ გაგრძელდეს. ესენი ბოროტი, ავადმყოფი ხალხია. ჩვენ უნდა ამოვძირკვოთ ეს ავთვისებიანი სიმსივნე, სწორედაც, რომ სიმსივნე. ამ დროს რას აკეთებთ, იცით? მას ადრეულ ეტაპზევე მთლიანად კვეთთ. ასეთია ჩემი პოზიცია,’’ - განუცხადა ტრამპმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ის ირანის ნომერ პირველი სამიზნეა, თუმცა, გაურკვეველია, მიანიშნებდა თუ არა ის, ისრაელის მიერ მიწოდებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ირანის სამიზნეს აშშ-ს ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირებიც წარმოადგენენ. აშშ-ის მაღალი რანგის პირები ცდილობენ დაადგინონ აქტორები, რომლებიც საუბრობდნენ თავდასხმაზე. CNN-ის წყაროს თქმით, დაზვერვის სამსახურის ზოგიერთი წევრი ყოველთვის სკეპტიკურად არის განწყობილი ისრაელის ანგარიშების მიმართ.

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ერთი გაფრთხილება ამ კვირას მოხდა. მეორე წყაროს ინფორმაციით კი, აშშ-ს უკვე ჰქონდა ინფორმაცია ტრამპის მკვლელობის შესაძლებლობის შესახებ, თუმცა ისრაელის მიერ მიუწოდებული გაფრთხილება ახალი იყო და კონკრეტულ შეთქმულებას გულისხმობდა. ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, ისრაელის მიერ მიწოდებული ეს ინფორმაცია არის აზრის შეცვლის მცდელობა, რათა ამერიკამ გააძლიეროს სამხედრო შეტევები ირანზე. აშშ-ის მთავრობა უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ ირანმა შესაძლოა ტრამპის ლიკვიდაცია სცადოს, შურისძიების მიზნით 2020 წელს მისი ბრძანებით განხორციელებული დრონით დარტყმის გამო, რომელსაც ირანის ირანის მაღალი რანგის გენერალი, ყასემ სულეიმანი, ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს