ირაკლი კობახიძე სლოვენიის მოქალაქის საჩივრის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - ეს აბსოლუტურად ჯანსაღია - პრინციპი მარტივია - არ შეიძლება გასაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას ამა თუ იმ საზოგადოებაში

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად ჯანსაღი. პრინციპი მარტივია - არ შეიძლება გასაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას ამა თუ იმ საზოგადოებაში,-ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სლოვენიის მოქალაქის მიერ წარდგენილ საჩივარზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, პირად ბლოგზე შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებისთვის პატიმრობის გამოყენება გამოხატვის თავისუფლების უფლებას არ არღვევს.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, „საქართველოს ქვეყნის გარედან თავს ახვევენ სიძულვილს, აგრესიას, რაც არის ქართული საზოგადოებისთვის არაორგანული მოვლენა“.

„ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ მიდგომებს ეფუძნება ჩვენი კანონმდებლობაც, რომელიც ცოტა ხნის წინ მივიღეთ. თქვენ იცით, რომ ქვეყნის გარედან ჩვენ თავს გვახვევენ სიძულვილს, აგრესიას, რაც არის ქართული საზოგადოებისთვის არაორგანული მოვლენა. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ გარედან თავსმოხვეულ ტენდენციებს დავუპირისპირდეთ. ამას ემსახურება კანონმდებლობა და ამისთვის შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი შსს-ში. ამ მიმართულებით მაქსიმალურად აქტიურად უნდა გაგრძელდეს მუშაობა“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პირად ბლოგზე შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებისთვის პატიმრობის გამოყენება გამოხატვის თავისუფლების უფლებას არ არღვევს. კერძოდ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, საუბარია სლოვენიის მოქალაქის მიერ სტრასბურგში წარდგენილ საჩივარზე, სადაც ის მიუთითებდა, რომ პირად ბლოგზე გავრცელებული განცხადებების გამო მისთვის ექვსთვიანი პატიმრობის შეფარდება გამოხატვის თავისუფლების დარღვევა იყო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის