ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე დავსახეთ კონკრეტული გეგმები - ქვეყნის მართვა ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობის სწორად დაგეგმვა

­

დღეს შეხვედრა მქონდა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, თავმჯდომარესთან, გამგეობის წევრებთან და ჩვენ განვიხილეთ ის შეხვედრები, რომლებიც შედგა რეგიონებში, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული გეგმები.

"ბევრი საკითხი გამოიკვეთა ამ შეხვედრაზე, ასევე ჩვენი სამომავლო გეგმები გავიარეთ ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობის თვალსაზრისით. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, განსაკუთრებით შემდეგი ორი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით, დავისახეთ კონკრეტული გეგმები და აქტიური მუშაობა გაგრძელდება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ჩაერთვებიან ახალგაზრდები პოლიტიკურ ცხოვრებაში და გამოჩნდა თუ არა ამის ინტერესი მათ მხრიდან, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ახალგაზრდების ინტერესი დიდია და მნიშვნელოვანია, მუშაობის სწორად დაგეგმვა, ვინაიდან, სწორედ ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ მომავალში ქვეყნის მართვა.

"რა თქმა უნდა, ზოგადად, რა თქმა უნდა ინტერესი დიდია. ზოგადად, ამ ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ ახალგაზრდებმა მომავალში, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სწორად ჩვენი მუშაობის დაგეგმვა და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით შემდეგი, განსაკუთრებით ორი წლის განმავლობაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის