ირაკლი კობახიძე - ალეკო ელისაშვილი შევიდა კონკრეტულ სახელმწიფო შენობაში და სცადა მისი დაწვა - როდესაც აგენტურა მის ამ ქმედებას აცხადებს არადანაშაულებრივად, ნიშნავს, რომ მთლიანად ამ აგენტურის განწყობა არის ტერორისტული

ეს ადამიანი [ალეკო ელისაშვილი] შევიდა კონკრეტულ სახელმწიფო შენობაში და სცადა მისი დაწვა - როდესაც აგენტურა ელისაშვილის ამ ქმედებას აცხადებს არადანაშაულებრივ ქმედებად, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ამ აგენტურის განწყობა, დამოკიდებულება, სახელმწიფოს მიმართ, არის ტერორისტული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა „უმძიმესი დანაშაული და ბოლომდეა მისაყვანი ყველა ის სამართლებრივი პროცესი რომელიც არის დაწყებული“.

„ეს არის უმძიმესი დანაშაული და ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ აგენტურის სახეს, ისიც ხომ ერთ-ერთი წარმომადგენელია ამ კოლექტიური ძალის. როდესაც ეს ადამიანები, აგენტურა ელისაშვილის ამ ქმედებას აცხადებენ არადანაშაულებრივ ქმედებად, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ამ აგენტურის განწყობა, დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ არის ტერორისტული და ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, ამისთვის ბოლომდეა მისაყვანი ყველა ის სამართლებრივი პროცესი, რომელიც არის დაწყებული“, - განაცხადა კობახიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს