გიორგი ტუმასიანი - სუვერენიტეტი განცხადებების საფუძველზე არ არსებობს! ვინ არის უსაფრთხოების გარანტი? არ ამბობენ ჯარს და ეკონომიკას, ამბობენ, ბიძინა ივანიშვილს - ფრონტზე პირველი წავა თუ რანაირად აპირებს რუსული ტანკების შეჩერებას? კეთილი ნებით?!

ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი განცხადებების საფუძველზე არ არსებობს! - ვინ არის უსაფრთხოების გარანტი? არ ამბობენ ჯარს, არ ამბობენ ეკონომიკას, არ ამბობენ ბუნკერების სისტემას, არ ამბობენ მაღალ ტექნოლოგიებს! ამბობენ, ბიძინა ივანიშვილს - რას ნიშნავს, რომ ერთი ადამიანია უსაფრთხოების გარანტი - მტერი რომ შემოიჭრას ფრონტზე პირველი წავა თუ რანაირად აპირებს რუსული ტანკების შეჩერებას? - კეთილი ნებით?! - ეს განცხადება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პარტია „ჯერ საქართველოს“ მრჩეველმა გიორგი ტუმასიანმა გააკეთა.

ტუმასიანის თქმით, იმ ვითარების ფონზე, რაც რუსეთში შეიქმნა, “ქართული ოცნების“ მდგომარეობა სახარბიელო არ არის. მისი შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინას უკვე სტრატეგიული უპირატესობა გააჩნია, რაც არსებული პროგნოზით, კიდევ უფრო გაიზრდება.

ტუმასიანი ელის, რომ ამ ფონზე „ქართული ოცნება“ მთელი მისი ლოგიკის შეცვლასა და ტრანსფორმაციას ეცდება, მაგრამ მისივე თქმით, ამის საშუალება „ოცნებას“ არც დასავლეთმა და არც ქართველმა ხალხმა არ უნდა მისცეს.

„უკრაინამ რუსეთს სერიოზულ ადგილას დაარტყა. ნავთობგადამამუშავებელი სექტორი რუსეთისთვის არა მხოლოდ შემოსავლის წყარო, არამედ სამხედრო კამპანიის ფუძეა, რის გარეშეც სერიოზული სამხედრო მოქმედებების წარმოება შეუძლებელია. ამ ფონზე, „ქართული ოცნება“ მთელი მისი ლოგიკის შეცვლას ეცდება.

როდესაც ამბობ: - „აბა ომი გინდა“, ეს იმას ნიშნავს, რომ ამბობ, რომ მოწინააღმდეგეს შენი რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში დაპყრობა შეუძლია. ამის შემდეგ კი გამოდიხარ და ამბობ, რომ ხარ დამოუკიდებელი და სუვერენული. რის საფუძველზე?! - დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი განცხადებების საფუძველზე არ არსებობს! - ვინ არის უსაფრთხოების გარანტი? არ ამბობენ ჯარს, არ ამბობენ ეკონომიკას, არ ამბობენ ბუნკერების სისტემას, არ ამბობენ მაღალ ტექნოლოგიებს! ამბობენ, ბიძინა ივანიშვილს - რას ნიშნავს, რომ ერთი ადამიანია უსაფრთხოების გარანტი - მტერი რომ შემოიჭრას პირველ წავა ფრონტზე თუ რანაირად აპირებს რუსული ტანკების შეჩერებას? - კეთილი ნებით?!“, - განაცხადა გიორგი ტუმასიანმა.

ტუმასიანის შეფასებით, ის საგარეო პოლიტიკა, რასაც “ქართული ოცნება“ ატარებს, მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას არ ნიშნავს.

“მრავალვექტორულ პოლიტიკას მივესალმები, ოღონდ “ქართული ოცნება“ მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას არ ატარებს. მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის მაგალითი სომხეთია, რომელსაც გააჩნია მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, აქვს ევროკავშირში გაწევრიანების კანონი, ევროკავშირმა მას ბაზარი გაუხსნა, ასევე სომხეთს აშშ-სთან სიღრმისეული სტრატეგიული პარტნიორობა აქვს. როცა მრავალვექტორული პოლიტიკა დემოკრატიაზე დაფუძნებული არ არის, შედეგად ვხედავთ, რომ აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობა დავანგრიეთ, ხოლო “ქართული ოცნების“ მხრიდან ევროკავშირთან ურთიერთობა მტრობაში გადაიზარდა. ჩვენი ღიად პროდასავლური ვექტორი, რაც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია, პროჩინური კომუნისტური პარტიით, პროირანულით, პრორუსულით ჩაანაცვლა, მაშინ როდესაც სომხეთი აბალანსებს. რანაირად გამოდის, რომ აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობები დავანგრიეთ და ამას დაბალანსებული მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა დაარქვეს.

„ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის გაუქმება მოინდომა. ბევრ ქვეყანასთან პარტნიორობა ძალიან კარგია, მაგრამ ცივილიზაციურად საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია. “ოცნება“ ჩვენს ცივილიზაციაზე უარს ამბობს. მან სტრატეგიული პარტნიორობა იმ ქვეყნებში იპოვა, რომელთა დაპყრობის შესახებ სკოლაში გვასწავლიდნენ - საქართველოს გაქრისტიანებით დაწყებული, ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვებით დასრულებული: - მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი - არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი“, - განაცხადა გიორგი ტუმასიანმა.

გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საუბრის ერთ-ერთი თემა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული კრიტიკული დეკლარაცია იყო.

„უეთოს რეზოლუცია პრაქტიკულად სრულად ასახავს მოთხოვნებს, რომელიც პროტესტს გააჩნია, რომელიც დღემდე გრძელდება, რომელიც არავის მიერ ორგანიზებული არ არის და არის ქართველი ხალხის ბრძოლა ქვეყნის ნამდვილი დამოუკიდებლობისა და ნამდვილი სუვერენიტეტისთვის.

„ქართული ოცნების“ გაყალბებული ლოგიკით, ერთ პატარა ჯგუფს ეუთოს, ევროკავშირის მართვა შეუძლია, ხოლო იმ პარტიაში, სადაც შიდა დემოკრატია საერთოდ არ არსებობს, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში მეორე პირია, რაც არის სრული აბსურდი.

ეუთოს რეზოლუციის ფუნდამენტური მოთხოვნა პოლიტიკური პატიმრების გამოშვება და უკანონო კანონების გაუქმებაა. კანონი აპრიორი სამართლიანს არ ნიშნავს. ევროპამ, რომელიც იმ დონემდე მივიდა, რომ ჩვენ ევროკავშირში გაერთიანება გვსურს, ჰიტლერის პერიოდის გერმანია გამოიარა, სადაც კანონები იყო, მაგრამ ეს კანონები სამართლიანი არ იყო. ეუთოს გზავნილი „კანონი გაიტანე“ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კანონი არის სამართლიანი და შენი ქვეყნის კონსტიტუციას ან საერთაშორისო მოთხოვნებს შეესაბამება“, - განაცხადა გიორგი ტუმასიანმა.

ტუმასიანის თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო რეზოლუციის პასუხად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებები პირდაპირი განაცხადია იმის თაობაზე, რომ საქართველო ეუთო/ოდირთან თანამშრომლობას აღარ აპირებს, რაც მისივე შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციის გზით მიდის. ტუმასიანის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების დატოვება საქართველოს საბჭოთა საქართველოს მოდელად აქცევს.

„იქაც იყო დროშა, იქაც იყვნენ ქართული გვარის მქონე ადამიანები, ვინც ქვეყანას ნომინალურად მართავდნენ. ეუთო/ოდირთან თანამშრომლობის შეწყვეტა სამომავლო არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებას ნიშნავს“, - განაცხადა ტუმასიანმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს