ანა ბუჩუკური - მიჩვეულები ვართ, რომ „ოცნება“ სტრასბურგსაც იყენებს ადამიანების დევნისთვის - მანიპულაციებით, ტყუილებით, პროპაგანდით ცდილობენ საკუთარი ძალადობრივი სახის დაფარვას

მიჩვეულები ვართ, რომ „ოცნება“ სტრასბურგსაც იყენებს ადამიანების დევნისთვის - მანიპულაციებით, ტყუილებით, პროპაგანდით ცდილობენ საკუთარი ძალადობრივი სახის დაფარვას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სლოვენიის მოქალაქის საჩივრის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებას მანიპულაციურად იყენებს.

„ოცნების“ პროპაგანდა, მორიგ ჯერზე, მანიპულაციურად იყენებს სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებას. საქმე ეხება გადაწყვეტილებას „კუნსტელი სლოვენიის წინააღმდეგ“. ამ ადამიანს, კუნსტელს ამოჩემებული ჰყავდა ორი კერძო პირი, ჟურნალისტი, რომლებზეც მუდმივ რეჟიმში ახდენდა ტყუილის ტირაჟირებას, ცილისწამებას. ინფორმაცია, რომელსაც სისტემატურად ავრცელებდა, ეხებოდა ჟურნალისტების პირად ცხოვრებას, მათ შორის, სექსუალურ ქცევას. ამიტომ ეს არის „ოცნების“ მხრიდან უსუსური მცდელობა, რომ ტყუილებით რაღაც გაამართლოს. მიჩვეულები ვართ რომ სტრასბურგსაც იყენებენ ადამიანების დევნისთვის. მაგალითად, გაგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ იყენებენ სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომელშიც პირიქით წერია, რომ გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუცია,“ - განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პირად ბლოგზე შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებისთვის პატიმრობის გამოყენება გამოხატვის თავისუფლების უფლებას არ არღვევს. კერძოდ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, საუბარია სლოვენიის მოქალაქის მიერ სტრასბურგში წარდგენილ საჩივარზე, სადაც ის მიუთითებდა, რომ პირად ბლოგზე გავრცელებული განცხადებების გამო მისთვის ექვსთვიანი პატიმრობის შეფარდება გამოხატვის თავისუფლების დარღვევა იყო.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს