ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - აგენტურა არის მოშლილი - ეს ხომ ოპოზიციაც არ არის, ეს არის უცხოური აგენტურა და გამომდინარე იქიდან, რომ იბრძვიან პირველობისთვის, ამ კონკურენციაში, ვერ ახერხებენ იმ წარმატების შენარჩუნებასაც კი, რაც ჰქონდათ თუნდაც წლების წინ

ნიუანსებს საერთოდ არ აქვს იდეაში მნიშვნელობა, მთავარი არის ის, რომ აგენტურა არის მოშლილი. ეს ხომ ოპოზიციაც არ არის, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა და აგენტურა, გამომდინარე იქიდან, რომ იბრძვის პირველობისთვის პატრონების წინაშე, ამ კონკურენციაში ისინი, ასე ვთქვათ, ვერ ახერხებენ იმ წარმატების შენარჩუნებასაც კი, რაც ჰქონდათ თუნდაც წლების წინ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდება აუცილებელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ ქმედებებს მიეცეს სათანადო სამართლებრივი შეფასება.

„შესაბამისად, პროცესები ვითარდება სწორი მიმართულებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ესეც არ არის საკმარისი. მთავარია, რომ ამ მოღალატეობრივ ძალას, მტრულ ძალას, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ მტრულად განწყობილ ძალას, სათანადო პასუხი გაეცეს და ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ საზოგადოების პასუხი არჩევნებზე. ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხი – ეს არის აგენტურა, აგენტურას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, მათ საბოტაჟს სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება და ამისათვის, რა თქმა უნდა, ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის