თენგიზ შარმანაშვილი - გმირები უნდა შექმნას საქართველოში ჟორჟოლიანმა, გეუბნებით მე თქვენ, კომიკური ამბები ხდება-მეთქი, მოიმარაგეთ პოპკორნი - ყოველი მომდევნო დღე კიდევ უფრო მძიმედ კომიკურია, ვიდრე წინა

გმირები უნდა შექმნას საქართველოში ჟორჟოლიანმა, გეუბნებით მე თქვენ, კომიკური ამბები ხდება-მეთქი, მოიმარაგეთ პოპკორნი - ყოველი მომდევნო დღე კიდევ უფრო მძიმედ კომიკურია, ვიდრე წინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა, როდესაც შეაფასა ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ „ტვ პირველზე“ გაკეთებული განცხადება, რომ გეგმაა, რამდენიმე ფრონტი გაიშალოს და „იყოს რეგიონული გმირების შექმნა, უფრო სწორად, პოვნა“.

შარმანაშვილის თქმით, ენმ-ის წევრები „მშვენიერ კომიკურ სცენარებს გვთავაზობენ“.

შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მას არ აქვს უფლება, რომ აქ რაიმე პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდეს.

„გმირები უნდა შექმნას საქართველოში ჟორჟოლიანმა. გეუბნებით მე თქვენ, კომიკური ამბები ხდება-მეთქი, მოიმარაგეთ პოპკორნი. თუ ცუდ ხასიათზე ხართ, შეგიძლიათ დასხდეთ ტელევიზორთან და ძალიან მშვენიერ კომიკურ სცენარებს გვთავაზობენ. თქვენ წარმოიდგენთ იმდენად კომიკურია ეს სცენარი, რომ ჯერ თვითონ [სააკაშვილმა] დაასახელა, ჟორჟოლიანი უნდა იყოს პარტიის თავმჯდომარეო. მერე რამ შეაშინა კაცმა არ იცის და იფიქრა, ეს პრობლემა არ გახდეს ჩემთვისო. მერე მოიგონა მისივე პარტიის წესდებიდან და კანონიდან გაუთვალისწინებელი რეფორმების საბჭო, სადაც სურს, საკუთარი თავი თავმჯდომარედ დაინიშნოს. ის არის პატიმარი, თან უცხო ქვეყნის პასპორტის მქონე ადამიანი, რომელსაც არ აქვს უფლება, რომ აქ რაიმე პოლიტიკური საქმიანობა გასწიოს. ჟორჟოლიანს მდივნობა შესთავაზა თუ რაღაც. აბა, ახლა როგორ გელაპარაკოთ ამ თემაზე სერიოზულად?! ძალიან გულით მინდა რომ გელაპარაკოთ, მაგრამ არ გამოდის. ყოველი მომდევნო დღე კიდევ უფრო მძიმედ კომიკურია, ვიდრე წინა. რატომ აკეთებენ მათ ჰკითხეთ, არ ვიცი,“ - განაცხადა შარმანაშვილმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს