ირაკლი კუპრაძე - ვერაფერი გადაფარავს სიმართლეს - ალეკო ელისაშვილის დაჩაგვრას ცდილობს მურუსიძის სასამართლო, არ გამოვა ეგ საქმე, ალეკო არ გატყდება და კაცად გათავისუფლდება ძალიან მალე!

ალეკო ელისაშვილის დაჩაგვრას ცდილობს მურუსიძის სასამართლო - არ გამოვა ეგ საქმე, ალეკო არ გატყდება და კაცად გათავისუფლდება ძალიან მალე!, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.

ის ალეკო ელისაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩემს მეგობარს და საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ კაცს, ალეკო ელისაშვილს 13 წელი მიუსაჯა ივანიშვილის სასამართლომ გამოგონილი ბრალით, რაც მხოლოდ პროპაგანდისთვის ჭირდება.

ვერაფერი გადაფარავს სიმართლეს და ვერაფერი მათქმევინებს უარს, ვიყო მებრძოლი კაცის ქომაგი! ალეკოს დაჩაგვრას ცდილობს მურუსიძის სასამართლო. არ გამოვა ეგ საქმე. ალეკო არ გატყდება და კაცად გათავისუფლდება ძალიან მალე!

თავისუფლება ალეკო ელისაშვილს!,“ - წერს კუპრაძე.

ცნობისთვის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის