გიორგი კვარაცხელიას დედა - ჩემი შვილის მკვლელობას ჰყავდა მფარველები, ოთარ ფარცხალაძე და ფარცხალაძის „კლანი” - რაც შეეხება დავით დეკანოსიძეს, ოჯახის უტყუარი ინფორმაციით, დაკავებულია სომხეთში და იმედი გვაქვს, ექსტრადირება მოხდება

ჩემი შვილის, გიორგი კვარაცხელიას მკვლელობას ჰყავდა მფარველები, მაღალჩინოსნები, ოთარ ფარცხალაძე და ფარცხალაძის „კლანი", - ამის შესახებ, 2015 წლეს მოკლული, გიორგი კვარაცხელიას დედამ, ინგა კვარაცხელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

კვარაცხელიას დედის ინფორმაციით, დავით დეკანოსიძე, რომელიც თორნიკე კაჭარავასთან ერთად მისი შვილის მკვლელობაშია ბრალდებული, დაკავებულია სომხეთში, თუმცა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე.

ამასთან, ინგა კვარაცხელიას განმარტებით, ოჯახს ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ კაჭარავას და დეკანოსიძეს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებდა.

„ოჯახის უტყუარი ინფორმაციით, დაკავებულია სომხეთში და სამართალდამცავი სტრუქტურების იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დროში მოხდება ექსტრადირება. მოლოდინი გვქონდა იმისა, რომ მოსამართლე გაიზიარებდა ბრალდების მხარის შუამდგომლობას, სხვა მოლოდინი არც გვქონდა. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო.

თორნიკე კაჭარავა არაერთხელ არის ბრალდებული და მისი ადვოკატები მუდმივად, ერთსა და იმავეს იმეორებენ, რომ თითქოსდა, არასდროს იყო დამნაშავე. ადვოკატი, აბა, სხვა რამეს იტყოდა? [კაჭარავას ადვოკატი] ქალბატონი ირმა, საკმაოდ კარგად იცნობს თორნიკე კაჭარავას, მის ოჯახს, ამიტომ, სხვანაირად არ იტყოდა.

საქმეში მტკიცებულებები იყო საკმარისზე მეტად. ჩემი შვილის, გიორგი კვარაცხელიას მკვლელობას ჰყავდა მფარველები, მაღალჩინოსნები. არაერთხელ დავასახელე, ფარცხალაძე და ფარცხალაძის "კლანი",- განაცხადა ინგა კვარაცხელიამ.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ 2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნა.

როგორც თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინება.უწყების ინფორმაციით, გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, კვარაცხელიას მკვლელობა დაგეგმეს.გამოძიების ვერსიით, 2015 წლის 25 დეკემბერს ბრალდებულები შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში, გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც გიორგი კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიღებული ჭრილობების შედეგად კვარაცხელია გარდაიცვალა.თორნიკე კაჭარავას ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა, ხოლო დავით დეკანოსიძეს - დაუსწრებლად. მასზე ძებნა გამოცხადდება. ორივეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ეხება

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის