სალომე სამადაშვილის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი, „ამ რეჟიმის პირობებშიც კი, წარმოუდგენელი უკანონობა და სისასტიკეა“

ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლის მისჯა, ამ რეჟიმის პირობებშიც კი, წარმოუდგენელი უკანონობა და სისასტიკეა, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ ელისაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს.

როგორც სამადაშვილი წერს, აღნიშნული სასჯელი შურისძიებასა და დაშინებას ემსახურება.

„არანაირი ახსნა არ მაქვს იმ მოვლენების, რომლის გამოც ის დააპატიმრეს... მაგრამ სრულიად ცხადია, რომ მისი სასჯელი მხოლოდ შურისძიების, დაშინების მიზანს ემსახურება, არაფერი აქვს საერთო სამართლის აღსრულებასთან.

თუ ვინმეს აქამდე ერიდებოდა მასზე, როგორც პოლიტიკურ პატიმარზე ესაუბრა, სასჯელის უკანონობამ და სისასტიკემ სრული ლეგიტიმაცია მისცა ამისთვის”, - წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის