გრიგოლ გეგელია ალეკო ელისაშვილის განაჩენზე - არანაირი სასამართლო საქართველოში არ არსებობს, ეს ქვეყანა გადაქცეულია ბიძინას ბოსტნად - მაღალი იერარქიის პოლიტიკოსებისგან წამოსული ბრალით მოხდა ადამიანის დასჯა დღეს

არანაირი სასამართლო საქართველოში არ არსებობს, არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში აღარ არსებობს. ეს ქვეყანა გადაქცეულია ბიძინას ბოსტნად - მაღალი იერარქიის პოლიტიკოსებისგან წამოსული ბრალით მოხდა ადამიანის დასჯა დღეს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გეგელიას შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ „ჩააცემენტა“ ის მავნებლური სისტემა, „რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს იყო“.

„ყველაფერი ხდება ისე, როგორც სურს ბიძინას - ერთ პარანოიდ ადამიანს, რუსეთის დავალებით მართულ პარანოიდ ადამიანს. არანაირი სასამართლო არ გვაქვს და ყველა, ვინც ერთ დროს იბრძოდა, რომ სააკაშვილის რეჟიმი შეეცვალა, უნდა იცოდეს, რომ მათი ბრძოლა კრახით დამთავრდა. „ქართულმა ოცნებამ“ ჩააცემენტა ის მავნებლური სისტემა, რომელიც უკვე არსებობდა და კიდევ უფრო უარესი გახადა ეგ სასამართლო სისტემაც, ეგ კლანიც და ის ქვეყანაც, რომელსაც ვითომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ებრძოდნენ. ამიტომ ბრძოლა არის ბოლომდე მისაყვანი, სისტემა არის გამომპალი და ამ გამომპალი სისტემის შედეგებს თავის ე.წ. პროკურორებით და ე.წ. მოსამართლეებით ვხედავთ დღესაც, როდესაც ვხედავთ, რომ პირდაპირ პოლიტიკური დირექტივის კვალდაკვალ მოხდა ბრალის გადაკვალიფიცირება. ამაზე ნათელი რა უნდა იყოს?! მაღალი იერარქიის პოლიტიკოსებისგან წამოსული ბრალით მოხდა ადამიანის დასჯა დღეს.

ქმედებაზე გვაქვს ძალიან მკაფიოდ ნათქვამი, რომ ეს ქმედება არ არის ქმედება, რომელიც ჩვენთვის წარმოადგენს ყველაზე სასურველ პოლიტიკური ბრძოლის ფორმას, ამასთან დაკავშირებით „ლელომ“ და თავად ალეკომაც ძალიან მალევე ვისაუბრეთ ძალიან მკაფიოდ. ალეკოს ვერ გატეხთ! ეს პროპაგანდა განწირულია კრახისთვის. ჩვენ ძალიან მკაფიო შეფასება გავაკეთეთ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ, ამავდროულად, ვამბობთ, რომ ის არაპროპორციული მუხლი, რითაც მოხდა საქმის გადაკვალიფიცირება, შედეგად ეს არაპროპორციული სასჯელი არის „ქოცურ-რუსული“ ტიპის“, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს