ურსულა ფონ დერ ლაიენი პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას დაესწრება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ორშაბათს, 13 ივლისს, პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ორგანიზებულ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას დაესწრება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკომისიის პრესსპიკერზე, პაულა პინიოზე, დაყრდნობით ავრცელებს.

„დღის მეორე ნახევარში პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი პარიზში გაემგზავრება, სადაც დაესწრება „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მასპინძლობს“, - განაცხადა პინიომ.

სამშაბათს კი, 14 ივლისს, ევროკომისიის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულში.

ცნობისთვის, 13 ივლისს, პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება, სადაც 30-ზე მეტი მონაწილე სახელმწიფო უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და მშვიდობის დამყარების საკითხზე იმსჯელებს. შეხვედრაზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის