შალვა პაპუაშვილი - ALDE-მ ან უნდა აიძულოს პარტია „ლელო“ გაემიჯნოს ტერორიზმს, ან გარიცხოს „ლელო" საკუთარი რიგებიდან - სხვა შემთხვევაში თავად გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ ლიბერალებისა და დემოკრატების ევროპული ალიანსი(ALDE) არ აიძულებს „ლელოს“, გაემიჯნოს ტერორიზმს ან არ გარიცხავს პარტიას თავისი რიგებიდან, თავად გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი.

ამის შესახებ განცხადება შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ლიბერალებისა და დემოკრატების ევროპულმა ალიანსმა (ALDE) ან უნდა აიძულოს პარტია "ლელო" გაემიჯნოს ტერორიზმს, ან გარიცხოს „ლელო" საკუთარი რიგებიდან. სხვა შემთხვევაში თავად ALDE გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა