ომარ შეშელიძისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის სახელობის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ომარ შეშელიძისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის სახელობის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სააგენტოს ცნობით, ცვლილების ფარგლებში შეიცვალა ბელიაშვილის ქუჩიდან მინდელის სახელობის ხიდისკენ გადამხვევი ზოლი. აღნიშნულ მონაკვეთებზე დაიხაზა სხვა საგზაო მონიშვნებიც.

„მინდელის სახელობის ხიდზე არსებული ავტობუსის ზოლის დაგრძელება მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარებისა და სწრაფად გადაადგილებისთვის, აგრეთვე, ამ ტერიტორიის მარშრუტებზე გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურებისთვის.

ჯორჯ ბალანჩინის ქუჩიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით მოძრავი ავტობუსებია: N292, N293, N304, N313, N321, N335, N351, N459, N518. ამ მარშრუტებზე დაწესებული 10-15-წუთიანი ინტერვალები, ფაქტობრივად, შეუსრულებელი იყო. გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის გამო ინტერვალები მინიმუმ ორ-სამჯერ იზრდებოდა. ყველაზე რთულ მდგომარეობაში იყო მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ გადაადგილდებოდა შემდგომი გადაჯდომის მიზნით და ასევე, პირიქით.

როდესაც მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“ საღამოს პიკის საათებში მგზავრები ელოდებოდნენ დიდი დიღმიდან წამოსულ N293 და N321 ავტობუსებს, მოლოდინის დრო 30-45 წუთს აღწევდა. ამ დროს მეტროდან ამოსული დიდი რაოდენობით მგზავრის ერთიანად გადაყვანა არ შეეძლო ავტობუსს და დარჩენილი მოქალაქეები თავისთავად დიდ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.

დღეის მდგომარეობით სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება და ამ ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტი ბევრად თავისუფლად მოძრაობს. ამასთან, N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდა, N293 მარშრუტს კი ორი ერთეული ავტობუსი დაემატა, რის შედეგადაც მოლოდინის დრო შემცირდა.

ზემოაღნიშნულ მონაკვეთებზე მოძრაობის სქემის განახლებასთან ერთად საგზაო ნაკადების მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს