ადვოკატის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმის მასალებში ვერ იპოვა ვერც პირდაპირი და ვერც ირიბი მტკიცებულება, რაც დავით დეკანოსიძეს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობაში დაადანაშაულებდა

ადვოკატ ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმის მასალებში ვერ იპოვა ვერც პირდაპირი და ვერც ირიბი მტკიცებულება, რაც მის დაცვის ქვეშ მყოფს, დავით დეკანოსიძეს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობაში დაადანაშაულებდა. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე სხდომის დასრულების შემდგომ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, სად იმყოფება ამ დროისთვის მისი დაცვის ქვეშ მყოფი, დავით დეკანოსიძე, მისთვის უცნობია. ალექსანდრე ჩხეიძის თქმით, ბრალდების მხარე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რასაც არ ეთანხმებოდა. ადვოკატს მიაჩნია, რომ არ არსებობს არცერთი საფრთხე, რომელიც დეკანოსიძისთვის პატიმრობის შეფარდების მოტივად პროკურატურამ დაასახელა.

„ბრალდება აბსტრაქტულად საუბრობდა გარკვეულ საფრთხეებზე, მიმალვის საფრთხეზე, თუმცა არ აქვს არანაირი ფაქტი, რაც დაადასტურებდა, რომ დავით დეკანოსიძე ინფორმირებულია, რომ მას იბარებდნენ პოლიციაში ან დღეს, სასამართლოში. ასევე, საუბრობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე, მაგრამ ვერ დაასახელა ვერცერთი მოწმე და მტკიცებულება, რაზედაც ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს. ასევ საუბრობდა, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებზე, რაც მიმაჩნია, რომ ასევე არ არსებობს ეს საფრთხე. დავით დეკანოსიძე დღეის მდგომარეობით არის ნასამართლობის არმქონე პირი.

გუშინ გადმომცეს სისხლის სამართლის საქმეები, შესაბამისად, ჩემ დაცვის ქვეშ მყოფთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. გავეცანი მასალებს, ვერანაირი მტკიცებულება, პირდაპირი კი არა, ირიბიც ვერ ვიპოვე, რაც დაადანაშაულებდა დავით დეკანოსიძეს აღნიშნული ბრალდების ჩადენაში“, - განაცხადა ალექსანდრე ჩხეიძემ.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ 2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს