გზების დეპარტამენტი - ქალაქ ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება - ონის შესასვლელთან მეწყრული პროცესების სტაბილიზაციისა და გზის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება

11 ივლისიდან, ქალაქ ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ონის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი) - უზუნთა - შქმერი - ზუდალის, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუფთა - ონის საავტომობილო გზების გავლით და პირიქით.

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა) - ალპანა - მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ107–კმ112 მონაკვეთზე, არსებული მეწყრული უბნის აღდგენისა და დამცავი სამუშაოების განხორციელების მიზნით, 2026 წლის 11 ივლისიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეიზღუდება. ამ პერიოდში, ქალაქ ონის შესასვლელთან მოძრაობა სპეციალურად მოწყობილ შემოვლით გზაზე გადაერთვება.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ონის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი) - უზუნთა - შქმერი - ზუდალის, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუფთა - ონის საავტომობილო გზების გავლით და პირიქით.

ამასთან, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე აიკრძალება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, რომელთა მაქსიმალური დასაშვები მასა 8 ტონას აღემატება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1-ელ მაისს, ქალაქ ონის შესასვლელთან მთის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. ვითარების შეფასებასა და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავებაში ჩართული იყვნენ გეოლოგები, საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი სპეციალისტები.

მოძრაობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, პარალელურად მოეწყო დროებითი ალტერნატიული გზა, რომელზეც უკვე დაგებულია ასფალტის საფარი. ეს საშუალებას მისცემს მოსახლეობასა და სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ძირითად გზაზე მიმდინარე სამუშაოების პერიოდში შეუფერხებლად ისარგებლონ შემოვლითი მარშრუტით.

ქალაქ ონის შესასვლელთან მეწყრული პროცესების სტაბილიზაციისა და გზის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება, რათა უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის დაცვით, მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის