რუსეთის ვიცე-პრემიერი - უნდა ვაღიაროთ, რომ საწვავის მხრივ არის პრობლემები და არის დეფიციტი, რის გამოც ვხედავთ რიგებს

უნდა ვაღიაროთ, რომ საწვავის მხრივ არის პრობლემები და არის დეფიციტი, რის გამოც ვხედავთ რიგებს, - ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის საწვავის ბაზარზე დეფიციტი არსებობს, ვინაიდან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მწყობრიდან გამოდის დაბომბვების გამო.

„უნდა ვაღიაროთ, რომ [საწვავის ბაზარზე] არის პრობლემები და არის დეფიციტი, რის გამოც ვხედავთ რიგებს. ან ხანდახან ბენზინგასამართი სადგურები არასტაბილურად მუშაობენ. დეფიციტი გასაგების მიზეზების გამო [გაჩნდა], იმის გამო, რომ ჩვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ნაწილობრივ მწყობრიდან გამოდიან რემონტისთვის [დრონების] მოხვედრის გამო“, - განაცხადა ნოვაკმა.

ცნობისთვის, აქამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საწვავის ბაზარზე არსებულ პრობლემებს „დროებითი“ უწოდა და განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენები რუსების შვებულებების პერიოდის ჩაშლის მცდელობებს უკავშირდება.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს