პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

დღეს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე (პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე), საბჭოს წევრები: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი; ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.

„დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, სხდომაზე წარადგინა სადაზღვევო სექტორის 2025 წლის ანგარიში და 2026 წლის 5 თვის შედეგები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა სამსახურის საქმიანობა დადებითად შეაფასეს.

სხდომაზე, ასევე, გაჟღერდა სამსახურის ინიციატივა სადაზღვევო-პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად, სასწავლო ცენტრის დაფუძნების თაობაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება სერთიფიცირებული დაზღვევის სპეციალისტების მომზადებასა და დაზღვევის სფეროში დასაქმებულთა პროფესიულ გადამზადებაზე.

სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ სექტორი სტაბილურად იზრდება და ბოლო ხუთ წელიწადში სადაზღვევო პრემია გაორმაგდა. 2025 წელს მოზიდულმა პრემიამ 1.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2025 წლის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია და 26 სადაზღვევო ბროკერი. სადაზღვევო ბაზრის ყველაზე დიდი წილი ჯანმრთელობის დაზღვევას უჭირავს 43%-ით, ხოლო შემდეგ პოზიციაზეა ავტოტრანსპორტის დაზღვევა ბაზრის 21%-ით.

სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა ზედამხედველის როლს, რაც ძირითადად მოიაზრებს კომპანიების ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას, რათა მათ შეძლონ სადაზღვევო პოლისით აღებული ვალდებულებების შესრულება. გარდა ამისა, აღსანიშნავია სამსახურის წარმატებები საერთაშორისო არენაზე, რაც გამოიხატება დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის საქმიანობაში აქტიური ჩართულობით. ეს ორგანიზაცია წარმართავს მსოფლიო სადაზღვევო პოლიტიკას და გასცემს ძირითადად რეკომენდაციებს. სამსახურის უფროსი, ხსენებულ ასოციაციაში უკვე ორი წელია, თავად არის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და შესაბამისად, პირადად იღებს მონაწილეობას ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის