სენატორი ლინდსი გრემი - თეთრ სახლთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტის ვერსიაზე შეთანხმებას მივაღწიეთ, რომელსაც ისინი მხარს დაუჭერენ - ეს ნიშნავს, რომ ის კანონი გახდება

თეთრმა სახლმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა (რესპუბლიკური პარტია) კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გრემის თქმით, ის და დემოკრატი სენატორები რიჩარდ ბლუმენთალი და ჯინ შაჰინი ერთად მუშაობდნენ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს დოკუმენტი იქნება „მისაღები ადმინისტრაციისთვის, რომ ის ფორმულირებულია ისე, რომ მათ შეძლონ მისი მხარდაჭერა“.

„მოხარული ვარ გაცნოთ, რომ დაახლოებით 30 წუთის წინ შეთანხმებას მივაღწიეთ თეთრ სახლთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტის ვერსიაზე, რომელსაც ისინი მხარს დაუჭერენ. ეს ნიშნავს, რომ ის კანონი გახდება“, - განაცხადა გრემმა.

მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონში დაბრუნებისთანავე ის ბლუმენთალთან ერთად რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ლიდერებს მიმართავს იმის გასარკვევად, „შევძლებთ თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამ პაკეტის წინ წასაწევად დროის გამონახვას“.

გრემის თქმით, სანქციების ეს პაკეტი „პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ინსტრუმენტებს მისცემს ომის შეწყვეტისთვის ხელის შესაწყობად“.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს