გიგი წერეთელი - უკვე ყველა ლოგიკას ცდება ის ამბები, რაც საქართველოში ხდება, რეპრესიული გარემოს დამძიმების თვალსაზრისით - მთელი საინფორმაციო სივრცე არის მუდმივად დაკავება, სასამართლო, ბრალის წარდგენა

[სუს-ის ბრიფინგზე] რაც გამოაცხადეს, მე არ ვიცი, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის დაჯერება? ნდობა არ არის, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც სუს-ში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავეს.

როგორც გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, სამართალდამცავ სისტემაში ხელისუფლების მიერ ისეა ყველაფერი ხელში აღებული, რომ „ვისაც უნდათ და როგორც უნდათ ისე დააპატიმრებენ და წარუდგენენ ბრალს“.

„უკვე ყველა ლოგიკას ცდება ის ამბები, რაც საქართველოში ხდება, რეპრესიული გარემოს დამძიმების თვალსაზრისით. მთელი საეთერო და საინფორმაციო სივრცე არის მუდმივად - დაკავება, სასამართლო, ბრალის წარდგენა. წარმოუდგენელი ვითარებაა, გარკვეული პერიოდის წინ, ვერც წარმოგვედგინა, ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, რასაც წიგნებში ვკითხულობდით და რაც ისტორიულად ვიცოდით, რაც სხვა ქვეყნებში ხდებოდა და გვეგონა ჩვენთან არასდროს არ მოხდებოდა, სამწუხაროდ ახლა ეს სურათი იშლება ჩვენ წინ. რაც გამოაცხადეს, მე არ ვიცი, როგორ შეიძლება დაჯერება ამ ყველაფრის.

ზოგადად რაღაც შეიძლება იყოს დამაჯერებელი, რაღაც შეიძლება არ იყოს დამაჯერებელი, მაგრამ თუ შევხედავთ იმ პრიზმაში, რომ დღეს რეალურად ყველაფრის გაკეთება შეუძლია [„ქართულ ოცნებას“], ისეა ყველაფერი ხელში აღებული სამართალდამცავ სისტემაში, ვისაც უნდათ და როგორც უნდათ ისე დააპატიმრებენ და წარუდგენენ ბრალს. ჯერჯერობით დაბეზღებითა და ანონიმური წერილებით არ ხდება [დაპატიმრება], მაგრამ დაახლოებით ასეთი სურათი მალე შეიძლება იყოს, როგორც ეს იყო 30-იან წლებში და შემდეგ. რაღაც წერილს დაწერს ვინმე და იმის საფუძველზე შეიძლება აღიძრას საქმე. ახლა რაც არის, როგორ შეიძლება ყველაფერი დაიჯერო. შეუძლიათ ფაბრიკაცია, ვიღაცა თავის თავზე აიღებს ა.შ. ბევრი კითხვის ნიშანია თვითონ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რომ ეს იყო დადგმული, ბევრი ვერსიებია“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს