ბათუმში შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალი მიმდინარეობს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, წელს მსოფლიო მუსიკალური სამყარო ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურისა და მსოფლიო ლეგენდის, მაილს დევისის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და წელს შავი ზღვის ჯაზფესტივალი სწორედ მის იუბილეს მიეძღვნა.
დღევანდელი ფესტივალი მაილს დევისის იუბილესთან დაკავშირებით, მისი ოჯახის წევრმა, პროდიუსერმა და დრამერმა ვინს უილბურნ ჯუნიორმა ბენდთან ერთად გახსნა.
მუსიკალური პროგრამა ასეთია: დღეს მსმენელის წინაში M.E.B. Miles Electric Band THE MILES DAVIS CENTENNIAL CELEBRATION WITH THE MILES ELECTRIC BAND - წარსდგა. 11 ივლისს ERIC BENÉT და 12 ივლისს კი – GHOST-NOTE -ის მუსიკალური ნომრები შესრულდება.
არტისტებსა და მსმენელს ტრადიციულად ბათუმის კორტები მასპინძლობს.
საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: "პალიტრანიუსი", ალმა, Marketer.ge, "რადიო ფორტუნა".