ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირის, RAF-ის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე დაპირისპირება მოხდა

ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირის, RAF-ის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე დაპირისპირება მოხდა. როგორც sportall.ge წერს, ხვალ, 11 ივლისს, თბილისში RAF-ის (თავისუფალი სტილით ჭიდაობა) ღონისძიება უნდა გაიმართოს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს არაერთი ცნობილი სპორტსმენი სტუმრობს. შეჯიბრების წინა დღეს ტრადიციულად პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და ერთ-ერთი დაღესტნელი სტუმარი დაუპირისპირდნენ. როგორც სხვადასხვა სპორტული გამოცემები წერენ, დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მერაბ დვალიშვილის მიერ UFC-ის მებრძოლ უმარ ნურმაგომედოვთან დაკავშირებით ნათქვამი რეპლიკა ერთ-ერთ სტუმარს არ მოეწონა და გააპროტესტა.

ამასთან, როგორც La Gazzetta Georgia წერს, მერაბ დვალიშვილთან შელაპარაკების შემდეგ, "კავკასიელი მებრძოლები დაცვისა და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, რათა იმ ოთახში შესულიყვნენ, სადაც ქართველი მებრძოლები იმყოფებოდნენ".

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე