კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე - შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან - კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, საგამოძიებო უწყებების მიერ ჩატარებულმა ღონისძიებებმა სახელმწიფო გადატრიალების დანაშაული აღკვეთა.

აღნიშნულით კალაძე გამოეხმაურა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით მორიგი ბრალდებულის დაკავების ფაქტს.

„შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ვიხილეთ რიგი პროცესები - როგორ იგეგმებოდა, რამდენიმე თვე კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, ამბობდნენ, რომ რევოლუციისთვის ემზადებოდნენ. 4 ოქტომბერს მისი აღსრულება დაიწყეს. შესაბამისმა უწყებებმა გაატარეს პრევენციული ღონისძიებები. ვიხილეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრის კადრები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა აღკვეთეს აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაული. ყველამ უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარე ძალების დავალებაა მოქმედი ხელისუფლების გადაყენება და ქვეყნის ინტერესების სათავისოდ გამოყენება.

„წარმოუდგენელია, გარე ძალების ჩართულობით მუდმივად იყოს მცდელობა გადატრიალების, პოლარიზაციის გაღრმავების და ა.შ. ეს არის გარედან თავსმოხვეული, ამისთვის დიდი თანხები იხარჯებოდა. დღესაც არ ისვენებენ და ცდილობენ არსებული ხელისუფლება თავიანთი აგენტურით შეცვალონ. ვიცით, რისთვის სჭირდებათ ეს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები სათავსოდ გამოიყენონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს