Reuters - აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწეს

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მთავარ ფინანსისტსა და 14 ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

სანქციების სიაში მოხვდა ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი ფინანსისტი და ბანკირი ალი ანსარი.

ანსარის, რომელიც დუბაიში მოღვაწეობს, მანამდე სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა.

ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, ახალი სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმების განახლებას მოჰყვა.

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა აღნიშნა, რომ დეპარტამენტი მოჯთაბა ხამენეისა და ირანის სხვა მაღალჩინოსნების გლობალური ფინანსური სისტემიდან იზოლირების მიზნით, „მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას გააგრძელებს“.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს