კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - რა რებრენდინგზე ვსაუბრობთ, ვინ უნდა გააკეთოს რებრენდინგი? - ეს არის „ბლეფი“

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი წარმოუდგენელია.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა, რებრენდინგის საკითხი „ბლეფი“ და „პიარულად შეფუთული ქმედებებია“.

„ვინ უნდა გააკეთოს რებრენდინგი? როგორ წარმოგიდგენიათ ამ კონკრეტული დაჯგუფების რებრენდინგი, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რაც 9 წლის განმავლობაში, 2012 წლამდე ხდებოდა საქართველოში. გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქართველ ხალხთან. რა რებრენდინგზე ვსაუბრობთ? ნახეთ, ვინ არიან ეს ადამიანები, როგორია მათი წარსული. როგორ უნდა შეიცვალოს მიხეილ სააკაშვილი? ეს არის „ბლეფი", პიარულად შეფუთული ქმედებები. რეალობაში, ვიცით, რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა" და რით იყო დაკავებული, როდესაც ხელისუფლებაში იყო. როდესაც პრეტენზია გაქვს, რომ პოლიტიკაში იყო, წარმოუდგენელია გქონდეს ის დამოკიდებულება ხალხთან, რაც მათ ჰქონდათ. დღეს აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, როდესაც ოპოზიციაში იმყოფება“,- განაცხადა კახა კალაძე.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს