Axios - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ითხოვს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ საჯაროდ გამოაცხადოს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ითხოვს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ საჯაროდ გამოაცხადოს, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნის შესაბამისად, თეირანმა პირობა უნდა დადოს, რომ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმებს შეწყვეტს.

აშშ-მა ირანს აღნიშნული მოთხოვნის შესახებ გაფრთხილება როგორც პირდაპირ, ისე რეგიონული შუამავლების მეშვეობით გადასცა.

გამოცემის წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს დრო შაბათამდე მისცა.

„თუ ხვალისთვის ეს მათი პოზიცია არ გახდება, მაშინ მათთვის კარგი დღე არ იქნება“, - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში.

აშშ-ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმი დაარღვია, რადგან ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებს თავს ესხმის.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს