აბას არაღჩი - ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობებს იცავს, განსხვავებით აშშ-ის ე.წ. ხაზინის მდივნისგან

ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობებს იცავს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

აბას არაღჩი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

„ირანი თავის სიტყვას ასრულებს, განსხვავებით აშშ-ის ე.წ. ხაზინის მდივნისგან, რომელიც არღვევს ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-9 პუნქტს“, - აცხადებს არაღჩი.

ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მეცხრე პუნქტის შესაბამისად, ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე „ბირთვული პროგრამის ამჟამინდელ სტატუს-კვოს შეინარჩუნებს“, ხოლო აშშ „არ დააწესებს ახალ სანქციებს და რეგიონში დამატებით ძალებს არ განათავსებს“.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა