პაველ ჰერჩინსკი კითხვაზე, მიიწვიეს თუ არა ევროპის დღის ღონისძიებაზე ბათუმში, მთავრობის წარმომადგენლები - ევროპის დღის ღონისძიება ყველასთვის ღიაა

ევროპის დღის ღონისძიება ყველასთვის ღიაა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ბათუმში, ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, მიწვეული იყვნენ თუ არა მთავრობის წარმომადგენლები დღევანდელ ღონისძიებაზე.

„რაც შეეხება იმას, თუ ვინ იყო მოწვეული ამ ღონისძიებაზე. ჩვენი ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ყველასთვის ღიაა. ამ ღონისძიების წინ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში იყო გავრცელებული და ასევე, ბათუმში პოსტერები ყველგან იყო. ასე რომ, ყველას ველოდებით. ეს ყველასთვის მშვენიერი დღეა“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

პაველ ჰერჩინსკიმ ბათუმში მიმდინარე ღონისძიების შესახებაც ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ კვლავ აჭარაში ვარ და ევროპის დღეს ბათუმში აღვნიშნავ. ჩვენ აქ ევროკავშირის 10 წევრ სახელმწიფოსთან და მონიტორინგის მისიასთან ერთად ჩამოვედით, რათა წარმოვაჩინოთ, თუ რას აკეთებენ ევროკავშირი და ჩვენი წევრი სახელმწიფოები საქართველოში უკვე 30-ზე მეტი წელია, ქართველი ხალხისთვის და საქართველოს რეგიონებისთვის. ვამაყობთ, რომ როგორც ევროკავშირი, ბოლო 30 წლის განმავლობაში ვეხმარებით და მხარდაჭერას ვუწევთ საქართველოს. ჩვენ ამ პარტნიორობის გაგრძელება გვსურს, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი არ გახდება“, - აღნიშნა ელჩმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს