ელენე ხოშტარია - დღეს, განაჩენების სიმკაცრე მიუთითებს რეჟიმის სიმხდალეზე და ეს განაჩენები არის არა ჩვენი თავისუფლების აღკვეთა, არამედ „ქართული ოცნების“ დასასრულის მაჩვენებელი - ეს ალეკო ელისაშვილმაც იცის და ჩვენც, ვინც ახალ განაჩენებს ველოდებით

ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ალეკო ელისაშვილს, მის ოჯახს და მის არაჩვეულებრივ ბიჭებს! - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, მსჯავრდებული ელენე ხოშტარია კლინიკიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ხოშტარიას თქმით, განაჩენის სიმკაცრე რეჟიმის შიშსა და სიმხდალეზე მიუთითებს, რაც ალეკო ელისაშვილმაც კარგად იცის.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს განაჩენების სიმკაცრე, მისჯილი წლების სიმრავლე, პირველ რიგში, მიუთითებს რეჟიმის შიშზე, რეჟიმის სიმწვავეზე და რეჟიმის სიმხდალეზე. ამიტომ, ეს განაჩენები არ არის ჩვენი თავისუფლების აღკვეთა, ეს არის „ქართული ოცნების“ დასასრულის მაჩვენებელი. ეს ალეკომაც იცის და ჩვენც, ვინც კიდევ ველოდებით ახალ განაჩენებს. თუმცა, ხალხის გატეხა შეუძლებელია, ამ კედელს უკვე არაერთხელ შეეჯახა ბიძინა ივანიშვილი. ბოლომდე!“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს