ფიქრია ჩიხრაძე - ალეკო ელისაშვილი პუტინის რეჟიმს სამხედრო დამნაშავედ ჰყავს გამოცხადებული, კობახიძემ და მდინარაძემ - ტერორისტად გამოაცხადეს -  პირადადაც იძიეს მასზე შური და პუტინსაც აამეს

ალეკო ელისაშვილი პუტინის რეჟიმს სამხედრო დამნაშავედ ჰყავს გამოცხადებული, კობახიძემ და მდინარაძემ - ტერორისტად გამოაცხადეს. პირადადაც იძიეს მასზე შური და პუტინსაც აამეს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია.

„ალეკო ელისაშვილს უხსოვარი დროიდან ვიცნობ. ყველაზე მეტად მისი „ჰამქარელობის" პერიოდი მიყვარს და მეც გამხადა თავისი „ჰამქრის" წევრი.

ვიღაცას მოსწონდა, ვიღაცას - არა, მაგრამ მე ვერასოდეს დავივიწყებ მის უყოყმანო წასვლას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და ასევე უყოყმანოდ გამგზავრებას რუსეთ-უკრაინის ომში. ალეკო ელისაშვილი პუტინის რეჟიმს სამხედრო დამნაშავედ ჰყავს გამოცხადებული,

კობახიძემ და მდინარაძემ - ტერორისტად გამოაცხადეს. პირადადაც იძიეს მასზე შური და პუტინსაც აამეს. ალეკო ელისაშვილის საქმე საბოლოოდ აუცილებლად გაცამტვერდება, მაგრამ მანამდე ის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია. სოლიდარობა ალეკოს და მის არაჩვეულებრივ ოჯახს!“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს