ირანული მედია - ირანს აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლება არ უთხოვია

ირანს აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლება არ უთხოვია, - ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ დაუბრუნდება, ვიდრე ვაშინგტონი პოზიციებს არ შეცვლის.

წყაროს ცნობით, პოზიციების შეცვლა უკვე მიღწეული შეთანხმებების შესრულებას გულისხმობს. კერძოდ, ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლასთან და ირანული ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებით.

ასევე, წყაროს თქმით, უახლოეს მომავალში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების განახლება ნაკლებად სავარაუდოა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის თხოვნით მოლაპარაკებების გაგრძელებას დათანხმდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტა დასრულებულად გამოაცხადა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს