სოფიო სიგუა-შატბერავა - 13 წლის კასკადია, არსებობს მოწმეები, ფოტო და ვიდეო მასალაც, დევნის ფაქტიც, კარგი ის არის, რომ რეაგირება მოჰყვა - საპასუხო რეაქცია, რომ ჩემი გამოსვლის შემდეგ დააწინაურეს, პრობლემაა და ასეთი საქმე არ უნდა ხალისდებოდეს

არსებობს მოწმეები, არის მტკიცებულებები, ფოტო და ვიდეო მასალაც, დევნის ფაქტიც, რომ მუდამ ჩემს ლოკაციებზე იყო, სადაც ვიყავი, კარგი ის არის, რომ რეაგირება მოჰყვა - საპასუხო რეაქცია, რომელიც მათ ჰქონდათ, რომ ჩემი გამოსვლის შემდეგ მისი დაწინაურება მოეხდინათ, ზოგადად პრობლემაა და ასეთი საქმე არ უნდა ხალისდებოდეს,- ამის შესახებ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის მეუღლემ სოფიო სიგუა-შატბერავამ განაცხადა.

მისი თქმით, იოსებ სიგუა ყოველთვის „მძიმე გაუხსნელი მკვლელობით ემუქრებოდა, ძალადობდა მასზე, არასრულწლოვნების თანდასწრებით“.

„ეს ბრალდებები [ჩვეულებრივ] მოქალაქესაც არ ეპატიება, თუმცა კარგია ის, რომ სამაჯური დარჩა ძალაში.

ის ყოველთვის მემუქრებოდა მძიმე, გაუხსნელი მკვლელობით, ძალადობდა ჩემზე, არასრულწლოვნების თანდასწრებით და ძალიან მძიმე სურათი იყო.

ჩემგან იყო სიჩუმე და დაფარვა, ეს ჩემი დანაშაულია, არ უნდა იყოს აქ სიჩუმე. მოვიდა დრო და ხმა ამოვიღე და ყველა დამიპირისპირდა.

იმედია მშვიდობა იქნება, მთავარია არ იყოს ისეთი რამ, რაც მომავალში სხვა სიუჟეტების გაშუქების საშუალებას მოგცემთ.

13 წლის კასკადია, არსებობს მოწმეები, არის მტკიცებულებები, ფოტო და ვიდეო მასალაც, დევნის ფაქტიც, რომ მუდამ ჩემს ლოკაციებზე იყო, სადაც ვიყავი, კარგი ის არის, რომ რეაგირება მოჰყვა. საპასუხო რეაქცია, რომელიც მათ ჰქონდათ, რომ ჩემი გამოსვლის შემდეგ მისი დაწინაურება მოეხდინათ, ზოგადად პრობლემაა და ასეთი საქმე არ უნდა ხალისდებოდეს.

სამართლებრივ დავას ვაგრძელებ. ხანდაზმულობას რაც შეეხება, რომელზეც მისი ადვოკატები პროცესზე საუბრობდნენ, როცა ძალადობა ორსულობის პერიოდში და არასრულწლოვნების თანდასწრებით ხდება, ამას ხანდაზმულობის ვადა არ აქვს, რადგან მძიმე დანაშაულია, აქ იანვრის ფაქტიცაა, 2014 წლის, 2025 წლის, 2026 წლის ფაქტებიც.

იოსებ სიგუასაც დაწყებული აქვს სამართალწარმოება, დაყადაღებულია ჩემი მშობლების ქონება, რომლებზეც მთავაზობდა გამეცვალა ჩვენი თანაცხოვრების დროს ნაყიდ ქონებაში.

ცილისწამებას აქ ადგილი ვერ ექნება, რაზეც ასევე დავობს, თუმცა იდავოს, რადგან დღეს, დღის წესრიგში სიმართლე დგას.

რაც შეეხება თანამდებობის დატოვებას, ეს ძალიან კარგია, აქამდეც უნდა მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, სანამ ეს პროცესები მიდიოდა, წახალისების მიზნით კი არ უნდა დაეწინაურებინათ და როცა გახმაურდა, კომენტარი უნდა გაეკეთებინათ და რეაგირება უნდა ჰქონოდათ",- განაცხადა სოფიო სიგუა-შატბერავამ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს