სოფიო სიგუა-შატბერავას ადვოკატი - პროკურატურამ რამდენიმე დღეა გამოძიება დაიწყო და მოვითხოვ, დაჩქარებულად ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედებები, დროულად გამოკითხონ მოწმეები და მოახდინონ მსხვერპლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, შემდგომ კი ბრალის წაყენება

პროკურატურას რამდენიმე დღეა გამოძიება აქვს დაწყებული და მოვითხოვ დაჩქარებულად ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედებები, აქვთ ინფორმაცია და დროულად გამოკითხონ მოწმეები და დროულად მოახდინონ მსხვერპლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და შემდგომ სავარაუდო დამნაშავე პირისათვის ბრალის წაყენება,- ამის შესახებ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის მეუღლის, სოფიო სიგუა-შატბერავას ადვოკატმა თამარ ლუკავამ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიების წარმოება ობიექტურად და დროულად ჩატარდეს.

„ჩვენი მიზანია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიების წარმოება ობიექტურად და დროულად ჩატარდეს, რადგან ჩვენ მიერ მიწოდებულია სრულყოფილი ინფორმაცია. ახლა მთავარია, რომ პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები დროულად ჩაატაროს, გამოიკითხოს მოწმეები და ამოიღოს შესაბამისი მტკიცებულებები.

რაც შეეხება ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებას, ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იყო, რომ შესაბამის უწყებას თავის დროზე უწება გამოეცა და ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ სასამართლო დაამტკიცებდა, რადგან მომეტებული რისკი არსებობდა, რომ დაზარალებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეჰქმნოდა.

ჩვენი შემდგომი პროცესი შემაკავებელი ორდერის ნაწილი იქნება და არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვის რთული იქნება, რადგან ელექტრონული ზედამხედველობა უკვე დაწესებულია და შემაკავებელი ორდერი დარჩება ძალაში.

პროკურატურას რამდენიმე დღეა გამოძიება აქვს დაწყებული და მოვითხოვ დაჩქარებულად ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედებები, რადგან ეს ქალი ამდენი წლის განმავალობაში ითმენდა სხვადასხვა ტიპის მძიმე ძალადობის ფაქტებს, აქვთ ინფორმაცია და დროულად გამოკითხონ მოწმეები და დროულად მოახდინონ მსხვერპლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და შემდგომ სავარაუდო დამნაშავე პირისათვის ბრალის წაყენება“,- განაცხად თამარ ლუკავამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს